პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების და კონსტიტუციური კანონის პროექტების განსახილველად საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სავარაუდო შემადგენლობა დაასახელა. ლგბტ უფლებების შემზღუდავი პროექტების სახალხო განხილვის კომისიაში პარლამენტის 13 წევრი წარადგინეს. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. საპარლამენტო უმრავლესობიდან კომისიაში ასევე შევლენ: მამუკა მდინარაძე; რატი იონათამაშვილი; გივი მიქანაძე; მაკა ბოჭორიშვილი; ანრი ოხანაშვილი; დავით მათიკაშვილი; სალომე ქურასბედიანი; თენგიზ შარმანაშვილი; სოზარ სუბარი. კომისიის მდივანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში ოპოზიციიდან სამი დეპუტატი შევა: „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი და „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე. ასევე ნახეთ „ოიდიპოს მეფე“ უნდა აგვიკრძალონ?!“ - არის თუ არა ანტიევროპული „ქართული ოცნების" ინიციატივა კომიტეტმა 10 აპრილს გამართულ სხდომაზე ასევე შეამოწმა საპარლამენტო უმრავლესობის იმ 83 დეპუტატის ხელმოწერების ნამდვილობა, რომლებიც არიან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების ინიციატორები. ამის შემდეგ პარლამენტის ბიურო საკითხს შეიტანს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რომელიც გადაწყვეტს პროექტების გამოქვეყნებისა და საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს. პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. მანამდე კი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პროექტის განხილვის მიზნით, „მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის პრინციპის გათვალისწინებით“, 30 დღის განმავლობაში გამართავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. განხილვის დასრულებიდან ათი დღის ვადაში კომისია შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. ამის შემდეგ პროექტების განხილვას შეუდგებიან საქართველოს პარლამენტში. ბიუროს მიერ განსაზღვრული კომიტეტები არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებენ. ამას მოჰყვება პლენარულ სხდომაზე პროექტების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება. თუ პროცედურას მივყვებით, ეს ივნისში იქნება შესაძლებელი. თუმცა საქმე ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. ასევე ნახეთ „აგენტების კანონი“ და ლგბტ უფლებების შეზღუდვა - რა დრო დასჭირდება „ოცნებას“ საქმი...