რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ დააწესა ყაბარდო-ბალყარეთის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ნალჩიკის ნაწილსა და ჩერეკსკის რაიონში. რუსეთის უშიშროება ირწმუნება, რომ მიიღო ინფორმაცია „ტერორისტულ საქმიანობასთან“ კავშირის მქონე პირთა ადგილსამყოფლის შესახებ. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალურ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სპეცრაზმელებს ნალჩიკის მახლობლად მდებარე სააგარაკე ტერიტორიაზე დაბლოკილი ჰყავთ „ბოევიკები“, რომლებმაც იარაღის დაყრის და დანებების შეთავაზების პასუხად სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნეს. სხვა წყაროებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ასევე ნახეთ რა ხდება ინგუშეთში - ვინ არიან ყარაბულაკში დახოცილი „მებრძოლები“? რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ჩერეკსკის რაიონი, სადაც „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ მოქმედებს, სამხრეთით საქართველოს ესაზღვრება. ...