რუსეთმა "ვოსტოჩნის" კოსმოდრომიდან 11 აპრილს განახორციელა რაკეტმზიდის საცდელი გაშვება. მანამე ტექნიკური მიზეზებით გაშვება ბოლო მომენტში ორჯერ გადაიდო. Reuters-ის ცნობით, „ანგარა А5-ის“ სტარტი რუსეთის პოსტსაბჭოთა კოსმოსური ამბიციების და „ვოსტოჩნის“ მზარდი როლის დემონსტრაციაა. რაკეტმზიდის გაშვების წინა მცდელობები ძრავის ამოქმედების მართვის სისტემაში უწესრიგობის გამო ვერ განხორციელდა. თავდაპირველად სტარტი დაგეგმილი იყო 2023 წლის დეკემბრისთვის, მაგრამ ის შემდეგ 2024 წლის პირველ კვარტალში გადაიტანეს. რაკეტამ ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ბლოკი „ორიონი“ გამოსაცდელი სასარგებლო დატვირთვით. ასევე ნახეთ რუსეთში ზედიზედ მეორედ გადაიდო რაკეტა „ანგარა-A5“-ის პირველი გაშვება კოსმოსში ...