რუსეთის როსტოვის ოლქში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი გამთენიისას ტელეგრამზე წერდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას იგერიებენ ნოვოშახტინსკის რაიონში. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ როსტოვის ოლქში გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარეობს როსტოვის ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთის სამხრეთ რეგიონებისთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელია. ამ ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 13 მარტს. გუბერნატორმა გოლუბევმა მაშინ განაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შედეგად გაჩერდა „საწარმოს ტექნოლოგიური ობიექტები“. როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. 2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო 20-მდე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ასევე ნახეთ აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევა მსოფლიო ბაზარს დააზარალებს 2024 წლის მარტიდან რუსეთმა განაახლა ინტენსიური შეტევები უკრაინის ენერგოობიექტებზე. 11 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის პასუხი რუსეთის ენერგოობიექტებზე „დარტყმების სერიაზე". ასევე ნახეთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით შეტევამ რუსეთს 14%-ით შეუმცირა ბენზინის წარმოება ...