საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით მისმა ადვოკატებმა მიმართეს. მათ განცხადება უკვე დატოვეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - თბილისში, ათონელის ქუჩაზე. გრიგორიადისის ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებას წერენ. გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დღეს, 12 აპრილს. გრიგორიადისს პროკურატურა ედავებოდა გასულ წელს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს, პოლიციელების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და პატრულის მანქანის დაწვას. „ეს იყო ერთ-ერთი სამარცხვინო, დაუსაბუთებელი და არაკანონიერი განაჩენი“, - უთხრა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. ასევე ნახეთ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. renderExternalContent("//www.radiotavisupleba.ge/embed/player/0/32896487.html?type=video&pangeaEmbed=true", "//www.radiotavisupleba.ge/a/32896487.html?type=video") 31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ...