უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე. ერთ-ერთი დრონი კომპანია „გაზპრომის“ შენობას შეეჯახა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, „რესურსებით მომარაგების საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან უპილოტოს შეჯახებით“ გამოწვეული აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. გლადკოვს საწარმო არ დაუკონკრეტებია. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით და მედიით გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალის მიხედვით წერს, რომ დრონით შეტევის შედეგად „გაზპრომის“ შენობა დაზიანდა. თავად ამ კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინას ბელგოროდზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ასევე ნახეთ როსტოვში დრონებით შეტევა იყო რაიონზე, სადაც ოლქში ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირად ხდება. ...