მოსკოვში 12 აპრილს თავის მანქანაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად დაშავდა უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. რუსეთის მედიის თანახმად, ვასილი პროზოროვს დაუზიანდა ფეხი, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა პროზოროვმა მანქანა დაქოქა. ვასილი პროზოროვი უკრაინის უშიშროების სამსახურში 2018 წლამდე მუშაობდა. მან მოსკოვში მედიას განუცხადა, რომ „იდეოლოგიური მოსაზრებებით“ 2014 წლიდან თანამშრომლობდა რუსეთთან მანამდე, სანამ უკრაინის უშიშროების უწყებას არ დატოვებდა. ასევე ნახეთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა რუსეთის ორი აგენტი ...