99 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი ჩაიტანეს კიევში, იტყობინება უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბი 12 აპრილს. „დაბრუნებული იქნა დონეცკში დაღუპული 77, ზაპოროჟიეს რეგიონში - 20 და ორი - ხარკოვში დაღუპული დამცველის ცხედრები“, წერია ფეისბუკზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ამავდროულად, რუსული საინფორმაციო საიტი RBK, სახელმწიფო დუმის დეპუტატის, შამსაილ სარალიევის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთს გადასცეს 23 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი. ცხედრების გაცვლა განხორციელდა 29 მარტსაც, მაშინ რუსულმა მხარემ მიიღო 29, ხოლო უკრაინამ - 121 ცხედარი. ასევე ნახეთ რუსი სამხედროების დედები შვილების ნეშტებს ეძებენ ...