ასევე ნახეთ პრეზიდენტის თქმით, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო „ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და, ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“, - აცხადებს გიორგი აბდალაძე. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 12 აპრილს ისაუბრა „TV პირველის“ ეთერში, საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში. გრიგორიადისს, რომელიც გასულ წელს ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებდა, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და მანქანის დაზიანების ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გიორგი აბდალაძე ბოლო წლებია მუშაობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ის იღებდა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ის ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებს შორის, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც თბილისში ჟურნალისტების არაერთი აქცია გამართულა. ხელისუფლების შეცვლისა და წლების გასვლის შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი და ნათია გედენიძეები. ასევე ნახეთ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ჯაშუშობაში ბრალდებული ფოტორეპორტიორები ...