საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ "ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები". პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „აგენტების კანონს” პირველი მოსმენით განიხილავენ, ონლაინმედია და პრესა არ დაუშვეს. კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი ამტკიცებს, რომ ეს დეზინფორმაციაა. იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს პარლამენტის წინ მართავს აქციას და „აგენტების კანონის“ გაწვევას მოითხოვს. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას მართავენ სადავო კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებიც. ასევე ნახეთ ონლაინმედია პარლამენტში არ შეუშვეს. „ტყუილია“ - ამბობს ოხანაშვილი 15 აპრილს, "აგენტების კანონის" განხილვის დაწყების პარალელურად, საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს. ამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში სრულად იზღუდება ვიზიტორების შესვლა, პარლამენტიდან მუშაობის უფლება არ ეძლევათ ონლაინმედიის ჟურნალისტებს. სადავო კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენას და გაშუქებას საქართველოს პარლამენტში ვერც ის ჟურნალისტები ვერ შეძლებენ, ვისაც თავად პარლამენტის მიერ გაცემული აკრედიტაცია აქვს. три პარლამენტი მედიის მუშაობის შეზღუდვას უსაფრთხოების ნორმებით ხსნის. "აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - წერია საქართველოს პარლამენტის 14 აპრილის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებას დასაბუთება არ ახლავს თან. მასში ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში "უსაფრთხოების ყვითელი დონე" იმოქმედებს. საფრთხის დონეების მიხედვით დაყოფის წესის შემოღება საქართველოს პარლამენტში მოქმედი თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინიციატივა იყო. ამ წესის მიხედვით, ყვითელი დონე საშუალებას იძლევა, შეიზღუდოს ჟურნალისტის სპეციალური აკრედიტაციის გაცემა ან/და აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტს შეეზღუდოს საქართველოს პარლამენტის შენობაში შესვლა. три პარლამენტში ონლაინმედიისთვის დისკრიმინაციული წესის ამოქმედების ფონია "რუსულ კანონად" წოდებული "აგენტების კანონის" დაბრუნება განსახილველად - ეს კანონპროექტი "ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციების და დასავლეთიდან მძლავრი კრიტიკის შედეგად გაიწვია. კანონის უკან დაბრუნების აუცილებლობას ხელისუფლება "გამჭვირვალობის პრობლემებით" ხსნის - მთავრობა, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ნაწილს "უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებად" მოიაზრებს, თავად წლებია უარს ამბობს საზოგადოებისთვის მნიშვნ...