რუსეთის სამხედრო გემთსაშენები, რომლებსაც საერთაშორისო სანქციები აქვთ დაწესებული, ნაწილებს ევროპის ქვეყნებიდან იღებენ ხორვატიისა და იტალიის ფირმების დახმარებით. ამის შესახებ BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებაშია ნათქვამი. 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სათათრეთში მდებარე გორკის სახელობის ზელენოდოლსკის ქარხანას. მაგრამ საზღვაო ძალების გემების ნაწილების მიწოდება გაგრძელდა შუამავლების სქემებით, მაგალითად, საწარმო Marine Propulsion Systems-ის დაკვეთით. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, ქარხანაზე ევროკავშირის სანქციები გავრცელდა, მაგრამ ის შუამავლების მეშვეობით განაგრძობდა აღჭურვილობის შეძენას ევროკავშირიდან და აშშ-დან. როგორც BBC აღნიშნავს, ქარხანა რამდენიმე შუამავალ ფირმას ფლობს ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად. სანქცირებული გემთმშენებლის მომარაგებაში დახმარების გაწევა შეუძლიათ პარტნიორებს ხორვატიიდან. გამოცემამ დაადგინა, რომ საბაჟო მონაცემებში მოიხსენიება ხორვატიული კომპანია Adria Winch-ი. ჟურნალისტები კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ესაუბრნენ. მისი თქმით, Adria Winch-ი რუსეთში 20 წელზე მეტია მუშაობს. 2016 წელს Adria Winch-მა „იმპორტის ჩანაცვლების“ ფედერალური პროგრამის ფარგლებში შექმნა ერთობლივი საწარმო ზელენოდოლსკის ქარხანასთან, Adria Winch Zelenodolsk-ი. კომპანიის 51% ეკუთვნის გემთმშენებელ კორპორაცია Ak Bars-ს, რომელიც მოიცავს ზელენოდოლსკის ქარხანას, დანარჩენი კი - ხორვატიულ კომპანიას. გარდა ამისა, როგორც BBC აღნიშნავს, ხორვატიულ Adria Winch-ს აქვს ფილიალი მოსკოვში - Adria Winch in Moscow, რომელიც რეგულარულად ამარაგებს სათადარიგო ნაწილებით ზელენოდოლსკის გემთსაშენს. საბაჟო დეკლარაციებში მითითებული გემის პროექტის ნომრების წყალობით BBC-ის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ევროპული სათადარიგო ნაწილები, რომლებსაც Adria Winch-ი რუსეთში თავისი ფილიალების მეშვეობით ყიდის რუსულ სამხედრო გემთსაშენებს, განკუთვნილია სწორედ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებისთვის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ხომალდებისთვის. მთლიანობაში, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან ხორვატიულ Adria Winch-თან ან რუსეთში მის შვილობილ კომპანიებთან, რუსეთს 1,2 მილიონი დოლარის სათადარიგო ნაწილები მიაწოდეს. იტალიური კომპანია Melcal-ი, რომელიც აწარმოებს გემების ამწეებს, ასევე ყიდულობს აღჭურვილობას რუსული სამხედრო გემთსაშენებისთვის, ამტკიცებს გამოცემა. BBC-ის ცნობით, Melcal-ი რუსი გემთმშენებლების დიდი ხნის პარტნიორია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Melcal-ის აღჭურვილობა რუსეთში იგზავნება არა პირდაპირ, არამედ თურქეთის, ჰონგ-კონგის ან ჩინეთის გავლით. მთლიანობაში, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე რუსულმა კომპანიებმა 255 ათასი დოლარ...