„შენი რუსი დედა მო***ან“, - ისმოდა ზუსტად იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სახეში ურტყამდა ხელს. ამ ინციდენტის შემდეგ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე მისასვლელი ფლიგელები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გადაკეტეს და ჟურნალისტებს მიახლოების უფლება არ მისცეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტში. renderExternalContent("https://www.youtube.com/embed/Epo88BJPnz8?&&&fs=1&enablejsapi=1") „სულ ვცდილობდი, რომ მეთანამშრომლა; სულ ვცდილობდი, რომ ადამიანურად მელაპარაკა... რუსეთში მიგვათრევენ!.. შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ, თეთრზე გეუბნება მწვანეაო. ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი მიგვათრევენ რუსეთში... ამოვიდა ყელში და მივეცი ცხვირ-პირში იმ რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს მერე... ცხოვრებაში მეზიზღება მექრთამეები და რუსის აგენტები“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი. три ამ დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა განახლდა. ტრიბუნაზე მომხსენებლად კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ავიდა. მამუკა მდინარაძის თქმით, ალეკო ელისაშვილი მას „ქურდულად მიეპარა“ და ხელის დარტყმა „კაცობაში და ქართველობაში არ ზის". „მე მუქარაზე არ გადავდივარ ქუჩური მეთოდებით, საკადრის პასუხის გავცემთ, მაგრამ ეს ვითომ კაცობას და ასეთი ტიპის მიპარვით, ქურდულ, არაკაცურ, ფლიდურ ძალადობას შობს ის ცრუ ნარატივი, რომელსაც აგერ ვხედავთ ჩვენს მიმართ და ვისზე ნალები პატრიოტები არიან უმრავლესობაში და ალეკო ელისაშვილია პატრიოტი? და აქ არაპატრიოტები არიან? და მართლა, რუსული ინტერესების გამტარებლები არიან? შევაკვდებით, პირველ რიგში, ჩვენ და მე პირადად შევაკვდები ნებისმიერს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ. три დღეს, 15 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დაიწყო ე.წ. აგენტების კანონის განხილვა. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია. დღევანდელი სხდომის გაშუქების შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეუზღუდა ონლაინმედიის წარმომადგენლებს. პარლამენტის შენობის გარეთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები აპროტესტებენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ. რუსეთში 2012 წელს მიღებული და წლების განმავლობაში დამძიმებული ანალოგიური კანონი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის დევნის საფუძველი გახდა. საქართველოში საპარლამენტო უმრავლესო...