კონკრეტული მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც წესი, აქციის მონაწილეებს პოლიცია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის აკავებს ხოლმე. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებულთა შორის არიან მისი პარტიის წევრები იმედა კლდიაშვილი და დავით ენდელაძე. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა დაკავებების დაწყებამდე გამაფრთხილებელი განცხადება ორჯერ გავრცელდა. ასევე ნახეთ შსს აცხადებს, რომ გამოიყენებს სპეციალურ საშუალებებს, თუ აქციის მონაწილეები არ დაემორჩილებიან პოლიციის მოთხოვნას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაახლოებით 22:00 საათზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მხარი დაუჭირეს საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. ასევე ნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „აგენტების კანონს“ მხარი დაუჭირა პირველი მოსმენით პარლამენტთან ხალხმრავალი აქციისა და მოქალაქეთა დაკავების პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის შენობას ავტომობილებით ტოვებენ. საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია. საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობა 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო იძულებული გახდა "უცხოეთის აგენტების კანონი" ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა. ...