აშშ-მა 15 აპრილს სანქციები დაუწესა ბელარუსის 12 კომპანიას და 10 ინდივიდს, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის სავარაუდო მხარდაჭერისთვის - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. სანქციათა ნუსხაში მოხვედრილებს შორის არიან სამანქანო მოწყობილობების მწარმოებელი ფირმა, კომპანია, რომელიც კონტროლის სისტემებს ყიდის ბელარუსის არმიისთვის და კომპანია, რომელიც აწარმოებს რადიოკომუნიკაციის აღჭურვილობას. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მისი ნაბიჯი ეფუძნება "აშშ-ის სანქციებს, რომლებიც დაწესდა ბელარუსის 2020 წლის აგვისტოს გაყალბებული არჩევნების პასუხად, ისევე როგორც რუსეთის უკრაინაში უკანონო სრულმასშტაბიანი შეჭრის მიმართ პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას მხარდაჭერისთვის". ასევე ნახეთ პრაღაში ბელარუსის დემოკრატიული ძალების ბიურო გაიხსნა ...