„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე სწორედ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრეს ძირითად კანონპროექტად, ხოლო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ პროექტებს ალტერნატიული ინიციატივის სტატუსი მიანიჭეს. ე.წ. აგენტების კანონის მომხსენებელი არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ 16 აპრილს პლენარული სხდომა 21:00 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს. თუკი ეს დრო კანონპროექტის პირველი მოსმენით განსახილველად საკმარისი არ აღმოჩნდა, სხდომა 17 აპრილს გაგრძელდება. პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით: კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები; მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით; მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული. 17 მაისი არის ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. 2014 წელს პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით 17 მაისი დაწესდა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ. 15 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფართომასშტაბიანი აქციის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს. ასევე ნახეთ "აგენტების კანონი" "ოცნებამ" კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცა - ხმაურიანი დღის ქრონიკა საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია. 2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა. три ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“ ...