საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება "აგენტების კანონის" განხილვას პარლამენტში და მის წინააღმდეგ პროტესტს. სალომე ზურაბიშვილი სადავო კანონს რუსულ კანონად იხსენიებს და ხელისუფლების მცდელობას, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგობის ფონზე მიიღოს კანონპროექტი, დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად მიიჩნევს. „მასობრივი პროტესტის მეორე ღამეა თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ მიიღოს ეს კანონი საზოგადოების სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია“, - წერს პრეზიდენტი. ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი მას სთხოვს გავიდეს ხალხთან და შეურთდეს პროტესტის მონაწილეებს. три სალომე ზურაბიშვილი "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციას 15 აპრილსაც გამოეხმაურა, როცა პარლამენტის იურიდიული კომიტეტზე განიხილებოდა ეს კანონპროექტი - მან გუშინ დაწერა, რომ საქართველო არ დაუშვებდა ხელახლა გასაბჭოებას. ამ დღეს პოლიციამ აქციის 14 მონაწილე დააკავა, რომელთაგან 4 მეორე დღეს ხელწერილით გაათავისუფლა. დაკავებულთან ერთი მის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს და სახალხო დამცველის ცნობით, აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. ასევე ნახეთ პრეზიდენტი: საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს! 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, წიწაკის სპრეი და შესაძლოა, მხუთავი აირიც. ვრცელდება ცნობები დაკავებულების შესახებაც - შინაგან საქმეთა სამინისტრო ღამის 10:30-ის მდომარეობით დაკავებულთა რაოდენობას არ აკონკრეტებს. ასევე ნახეთ სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, სპეციალური საშუალება გამოიყენა პარლამენტის 16 აპრილის სხდომაზე დღის 12:00 საათიდან განიხილავდნენ "აგენტების კანონს". 21:00 საათზე სხდომა დაიხურა და კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობა 17 აპრილს, ისევ 12:00 საათზე გაგრძელდება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარული სხდომა შეიძლება, გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა). პროცედურის თანახმად, პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს და კენჭს უყრის სამი მოსმენით: კანონპროექტის პირველი მოსმენისას განიხილება მისი ზოგადი პრინციპები და ძირითადი დებულებები; მეორე მოსმენისას კანონპროექტი განიხილება მუხლების მიხედვით; მესამე მოსმენისას შეიძლება, კანონპროექტში შევიდეს რედაქციული შენიშვნები. საქართველოს პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. „აგენტების კანონის“ მე-3, საბოლოო მოსმენის სავარაუდო თარიღად 17 მაისია მითითებული. ...