UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს „ინსტაგრამში“. ეს პოსტი დროში ემთხვევა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ. „მტკივნეულია იმის ყურება თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრუნვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის“, - წერს ილია თოფურია. три ეს არ არის ერთადერთი გამოხმაურება ქართველი სპორტსმენების მხრიდან. უფრო ადრე სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა კანკავამ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი აბურჯანიამ. ასევე ნახეთ ხვიჩა კვარაცხელია: ევროპული გზა გვაერთიანებს! „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით" ჩაანაცვლა. 13 თვით ადრე კი, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა. ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“ ...