"ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ. სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო - როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ! три სოციალურ ქსელში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები ასევე გამოაქვეყნეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა კანკავამ, გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი აბურჯანიამ. საქართველოს პარლამენტში დღეს, 17 აპრილს, კენჭს უყრიან ე.წ. აგენტების კანონს, რომელმაც თბილისის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოიყვანა ათასობით ადამიანი. ასევე ნახეთ ილია თოფურია: სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა... ევროპისკენ... ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“ ...