„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“ - აცხადებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეპ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი 17 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ ტექსტში და „ძალზე შემაშფოთებელს“ უწოდებენ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. ჯოზეპ ბორელი და ოლივერ ვარჰეი აღნიშნავენ: „ამ კანონის საბოლოოდ მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია“. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აფასებენ პოტენციურ საფრთხედ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიიისთვის: „საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზაცია“. ასევე ნახეთ სრული სიმართლე „აგენტების კანონზე“ ასევე ნახეთ პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო ...