სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვზე რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდასხმის აცილება შეუძლებელი იყო, რადგან უკრაინას არ აქვს „საკმარისი“ ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები მოკავშირეთა, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ მოწოდების შემცირების გამო. აშშ-ში ჩიხში შევიდა უკრაინისთვის 62 მილიარდ დოლარიანი პაკეტის გამოყოფა სამხედრო დახმარებისთვის. ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმა დაიწყო მას მერე, რაც 8:50 წუთზე გამოცხადდა საჰაერო განგაში. 17 დაღუპულიდან ორი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 60-მდე ადამიანი დაშავდა. ჩაუსის თანახმად, სამი რაკეტა დაეცა ქალაქის ცენტრში, სადაც დააზიანა 16 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სკოლა და საავადმყოფო. ასევე ნახეთ აფეთქებები იყო ანექსირებულ ყირიმში, სამხედრო აეროდრომის რაიონში ...