ხორვატიის მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ 17 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში ადგილების უმრავლესობა მოიპოვა, მაგრამ, როგორც ეგზიტპოლმა აჩვენა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მხოლოდ მათ მართონ ქვეყანა. Ipsos-ის ეგზიტპოლების მონაცემებით, ხორვატიის დემოკრატიულმა კავშირმა (HDZ) 151- წევრიან ასამბლეაში 58 ადგილი მოიპოვა, მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, სოციალ-დემოკრატების (SDP) ხელმძღვანელობით - 44 ადგილი. მათ მოჰყვება მემარჯვენე პარტია "მოძრაობა სამშობლოსთვის" და მემარცხენე მწვანე პარტია "მოზემო" (ჩვენ შეგვიძლია), შესაბამისად 13 და 11 ადგილით. აქტივობა მაღალი იყო მოქმედ პრემიერ-მინისტრ ანდრე პლენკოვიჩსა და მემარცხენე პოპულისტ პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩს შორის გამართული მწვავე წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ. ასევე ნახეთ ხორვატიის პრემიერის თქმით, მხარს უჭერენ საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციას ...