ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს პარტია "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია. მათი სასამართლო სხდომები 24 აპრილამდე გადაიდო. ისინი 16 აპრილს დააკავეს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე. სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ "უმიზეზოდ" დააკავეს იმ დროს, როდესაც სხვა ადამიანის მიშველებას ცდილობდა. "სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა - ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. პოლიციელების მხრიდან დაკავების დროს ძალადობაზე ილაპარაკა "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა გელა ხასაიამ. როგორც ის "ტვ პირველთან" საუბარში იხსენებს, ერთ-ერთმა ნიღბიანმა სამართალდამცავმა უთხრა: "დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლაო". "ჩემზეც ფიზიკურად იძალადეს. დაკავების მომენტში ვიდექი რობოკოპების წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც სხვა ადამიანები, ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში", - ამბობს ხასაია. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 16 აპრილის საპროტესტო აქციაზე დაკავებული სხვა პირების სასამართლო სხდომები. ასევე ნახეთ „ჰუდის“ თოკი წამიჭირა ყელში, ვიგუდებოდი“, - აპრილის აქციებზე დაკავებულები იზოლატორებს ტოვებენ ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად ხალხმრავალი აქციები 15-17 აპრილს გაიმართა თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარედ. ასევე ნახეთ აქცია ორ ადგილას გრძელდება - მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან 17 აპრილს მოეწყო მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციისკენაც. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე შსს-მ ორი ადამიანი დააკავა. 16 აპრილის აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმი დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეებმა თქვეს, მათი დაშლა მოულოდნელად დაიწყო და სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეებს კონდახებით სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, თბილისში 16-17 აპრილს გამართულ აქციაზე 18 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აპრილის აქციებზე „სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების...