სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ქალაქ დნიპროში დაიღუპა ორი, ხოლო ქალაქ სინელნიკოვოში ექვსი ადამიანი. ამ ქალაქებსა და კრივოი-როგში დაჭრილია საერთო ჯამში, სულ მცირე 25 ადამიანი. ასევე ნახეთ რუსეთში ბომბდამშენი ჩამოვარდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, დღეს, 19 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს სხვადასხვა ტიპის 22 რაკეტით და 14 უპილოტო საფრენი აპარატით. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 14-ვე დრონი და 15 რაკეტა. ...