აშშ-ის ვეტოს გამო, გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია გაეროში პალესტინის სახელმწიფოს სრულუფლებიან წევრად მიღების შესახებ. უშიშროების საბჭოს 15 მუდმივი და დროებითი წევრიდან რეზოლუციას მხარი დაუჭირა 12-მა სახელმწიფომ. თავი შეიკავეს შვეიცარიამ და ბრიტანეთმა. რეზოლუციის პროექტი გაეროს გენერალურ ასამბლეას რეკომენდაციას აძლევდა, ეღიარებინა პალესტინის სახელმწიფო გაეროს 194-ე წევრად. ამისთვის საჭირო იყო უშიშროების საბჭოს თანხმობა. გაეროს 139 წევრი ქვეყანა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. აშშ-ის პოზიციით, პალესტინის სახელმწიფოს გაეროში წევრობა შეიძლება მოჰყვეს ორი სახელმწიფოს შესახებ ისრაელთან შეთანხმებას. ასევე ნახეთ გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოთხოვნით ...