ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთმა, უკრაინული ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 29 სარაკეტო იერიში და 67 საჰაერო დარტყმა განახორციელა, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. საჰაერო შეტევა იყო სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებზე. საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 120-ზე მეტი დასახლება. ასევე ნახეთ რუსეთის რეგიონებში 50 დრონი ჩამოაგდეს. დაიღუპა ორი ადამიანი ...