„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას ამბობს, რომ „პატარა გადაცდომაზე ყველა მკაცრად დაისჯება“: „ნურავის გექნებათ ილუზია, რომ აქ ვინმე რამეს მოაწყობს... ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში. პარლამენტი არის ადგილი, სადაც შეიძლება, გაიმართოს დისკუსია, დანარჩენი ყველაფერი არჩევნებზე უნდა გადაწყდეს. ხელმეორედ არ დაგანგრევინებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც ის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა, ღარიბაშვილის „შიდა კინკლაობას“ უწოდებს დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ „ხალხს დაავიწყდა, რომ მსოფლიოში არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების პოლიტიკური გარემოა“. ასევე ნახეთ ღარიბაშვილი ახალგაზრდებს: არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე? „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე უკრაინის ომს ახსენებს და იმეორებს აქამდე არაერთხელ ნათქვამს, რომ გარკვეულ ძალებს საქართველოს ომში ჩათრევა სურდათ და, რომ ეს რეალური საფრთხე „ამ ომის ჩვენს ქვეყანაში გადმოტანის“, არსად წასულა. „რომელი იქნება პასუხისმგებლობის ამღები, ქვეყანაში რომ ვითარება ისე არ განვითარდეს, როგორიც დღესაა? ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც დღეს ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა, „ქართული ოცნებაა“, - ამბობს ღარიბაშვილი. მისი თქმით, „ბირთვული ომის რიტორიკაზე NATO-ს წევრი სახელმწიფოები და რუსეთი პირდაპირ საუბრობენ“: „ძალიან სერიოზული სიტუაცია არის დღეს მსოფლიოში. გადახედეთ, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელი-პალესტინის მიმდინარე საომარ ვითარებას ვგულისხმობ. გადახედეთ, რა ხდება ირანსა და ისრაელს შორის. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში...მოხდება დემონსტრირება ბირთვული შეიარაღების და ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე. იცოდეთ, არ დავუშვებთ არავითარ დესტაბილიზაციას.... არჩევნები გვიახლოვდება, ყველამ კეთილი ინებოს, მშვიდად დააფიქსიროს თავისი პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შიდა ქართლის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს, გორის თეატრში შეხვდნენ. 'ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში შეხვდება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდა...