საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს მარშით გაიარეს თბილისის ქუჩებში და მის რეზიდენციასთან მივიდნენ. „ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან. მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი. არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული. ამ გზას გავივლით ერთად!“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკში. три დღეს "აგენტების კანონის" მიღების წინააღმდეგ ახალგაზრდების მიერ სპონტანურად მოწყობილი აქციების მესამე დღეა. გუშინ, 19 აპრილს, დემონსტრანტებმა პარლამენტიდან გმირთა მოედნამდე გამართეს მსვლელობა და გმირთა მემორიალთან ფიციც დადეს, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ. „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი, მათი სულების წინაშე, ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას. ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! - ასეთია მათი ფიცი. გადაკეტეს ჯერ რუსთაველის გამზირი, შემდეგ თავისუფლების მოედანი, მარჯვენა სანაპირო და გმირთა მოედანი. ასევე ნახეთ „არა რუსულ კანონს, კი ევროპას! - ახალგაზრდები რუსთაველზე ისევ შეიკრიბნენ ...