გერმანიაში სამი მოქალაქე დააპატიმრეს ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე - აცხადებენ გერმანიის პროკურორები 22 აპრილს. ორი კაცსა და ერთ ქალს ბრალად ედებათ ჩინეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრობლობა, სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით. დაკავების მომენტში ეჭვმიტანილებს მოლაპარაკება ჰქონდათ კვლევით პროექტებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ჩინეთის საზღვაო საბრძოლო ძალის გაფართოების მიზნით - ამბობენ პროკურორები. ჩინეთს ამ ცნობებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია. ასევე ნახეთ ჩინეთმა მკვეთრად გაზარდა მიკროელექტრონიკის მიწოდება რუსეთისთვის ...