ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, კიევის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე სამსჯელოდ - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე იერიშებს დრონებით და რაკეტებით. შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან 60 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცება უკრაინისთვის - ეს საკითხი ამ კვირაში სენატში გადაინაცვლებს განხილვისთვის, შემდეგ კი ხელმოწერისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეცემა. ევროკავშირის მინისტრები ასევე იმსჯელებენ ბლოკის სანქციების გაფართოებაზე ირანისთვის, მისი მხრიდან ისრაელზე მიტანილი შეტევის გამო. ასევე ნახეთ ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთიდან თხევადი გაზის მიწოდება აკრძალოს ...