ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე თბილისის "დინამოს“ „აგენტების კანონზე“ განცხადების გამო აკრიტიკებს „ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება“, - თქვა ირაკლი კობახიძემ. მანვე აღნიშნა, რომ ახალი სტადიონის აშენება იგეგმება ვაზიანის დასახლებაში. იმავე უბანში გეგმავს მთავრობა თბილისის ახალი აეროპორტის აშენებას. „აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის“, - თქვა მან და დასძინა, რომ სტადიონზე 70 ათასი გულშემატკივრის დატევა იქნება შესაძლებელი. აეროპორტის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა - ეკონომიკის მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლოს მშენებლობის დეტალური გეგმა იქნება, სამი წლის შემდეგ კი თბილისის ახალი აეროპორტი მოემსახურება. ვაზიანში თბილისის ცენტრალური უბნებიდან სალიანდაგო ტრანსპორტი არ დადის, თბილისის მერია ამ ეტაპზე არ განიხილავს მეტროს დამატებითი სადგურების აშენებას, შესაბამისად, უცნობია, როგორ შელძებს თამაშზე დამსწერე ათი ათასობით ადამიანი სახლებში დაბრუნებას. ...