მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ იური კოხოვეცს 5 წლით იძულებითი შრომა შეუფარდა, 2022 წელს რადიო თავისუფლების ქუჩის გამოკითხვაში მონაწილეობისთვის. გამოკითხვა უკრაინაში ომის თემას შეეხებოდა. დღეს, 22 აპრილს სასამართლომ კოხოვეცს ვებსაიტების ადმინისტრირებაც აუკრძალა 4 წლის განმავლობაში. ინფორმაციას ამის შესახაბ "ОВД-Инфо"- ავრცელებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე რუსეთის პროკურატურამ 38 წლის კოხოვეცისთვის საერთო რეჟიმის კოლონიაში ხუთნახევარი წლით პატიმრობა და მისი დაკავება მოითხოვა სასამართლო დარბაზშივე. სასამართლომ იური კოხოვცი დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ „სიყალბის“ გავრცელებაში, პოლიტიკური სიძულვილის ან მტრობის საფუძველზე. მან ბრალდება ნაწილობრივ აღიარა, პოლიტიკური სიძულვილის ნაწილის გარდა , - აღნიშნავს "ОВД-Инфо". ადვოკატმა ელენა შერემეტევამ სხდომაზე მიუთითა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი არ განიცდიდა პოლიტიკურ ნიადაგზე სიძულვილს და იდევნებოდა მხოლოდ მისი აზრის გამო. ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმეში ბრალის ერთადერთი სავარაუდო მტკიცებულება არის კოხოვეცის სიტყვის სასამართლო ლინგვისტური ექსპერტიზა. დაცვის მხარის თქმით, სიტყვის გამოკვლევა ორჯერ ჩატარდა უხეში დარღვევებით, მესამე ექსპერტიზაზე კი სასამართლომ უარი თქვა. 2022 წლის ივლისში რადიო თავისუფლების ჟურნალისტებმა მოსკოვის ქუჩებში გამვლელებს უკრაინის ომისადმი დამოკიდებულების შესახებ ჰკითხეს. მათ შორის, ვინც პასუხის გაცემას დასთანხმდა, იყო სადეზინფექციო სამსახურის 37 წლის ტექნიკოსი კოხოვეცი. შეკითხვის პასუხად კოხოვეცმა თქვა, რომ ომი რუსეთის მთავრობამ დაიწყო და იგი უნდა შეწყდეს. უკვე სასამართლოში გამართულ მოსმენაზე კოხოვეცმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან საუბარში აზრის გამოხატვისას სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. მოსკოვის მკვიდრ იური კოხოვეცს ბრალად ედებოდა რუსული არმიის შესახებ "ყალბი" ცნობების გავრცელება პოლიტიკური სიძულვილისა თუ მტრობის საფუძველზე. შემთხვევის შესახებ გასული წლის მარტში გახდა ცნობილი. კოხოვეცის თქმით, ის 25 მარტს დააკავეს და ორდღიანი პატიმრობის შემდეგ საკუთარი აღიარებით გაათავისუფლეს და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციული მუხლით 5000 რუსული რუბლის გადახდა დააკისრეს. შემდგომში, მათემატიკის მასწავლებლის, ნატალია კრიუკოვასა და მთარგმნელ ალექსანდრ ტარასოვის მიერ ჩატარებული ლინგვისტური გამოკვლევის შემდეგ, კოხოვეცის წინააღმდეგ ბრალდებები გამკაცრდა. მათ განცხადებაში სიძულვილისა და მტრობის მოტივი აღმოაჩინეს. მანამდე კრიუკოვა და ტარასოვი ექსპერტების როლში მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრ "მემორიალის" ლიკვიდაციისა და "მემორიალის" თანათავმჯდომარის, ოლეგ ორლოვის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესებში. რუსეთი...