სამოქალაქო აქტივისტის და მასწავლებლის, მიხეილ მუმლაძის საქმეზე სხდომის გამართვას ელოდებიან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. მუმლაძე დღეს, 22 აპრილს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მაშინ დააკავეს, როდესაც თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტებს განიხილავდნენ. მიხეილ მუმლაძემ განხილვის დაწყების დროს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე არ უშვებდნენ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ შენობაში შეეშვათ. „ქართულ ოცნებას აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა არასრულწლოვანებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე. მამუკა მდინარაძე უთხარი შემომიშვან”, - დაწერა მიხეილ მუმლაძემ. три ამ პოსტის გამოქვეყნებიდან ოთხი საათის განმავლობაში მუმლაძეს ცოლი და მეგობრები ეძებდნენ. „ერთადერთი ვიცით, რომ დილით მივიდა საჯარო განხილვაზე და არ შეუშვეს, რის შესახებაც დაწერა პოსტი და მას შემდეგ გაქრა. შემოვიარეთ პოლიციის განყოფილებები და არსად არ იყო დარეგისტრირებული მისი აყვანის შესახებ ინფორმაცია და არც ოქმი იყო შედგენილი. ახლახან მესამე განყოფილებიდან გვაცნობეს, რომ სასამართლოშია გადაყვანილი და ველოდებით სხდომის ჩანიშვნას“, - თქვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისის კოორდინატორმა ლელა მოწონელიძემ, რომელიც მიხეილ მუმლაძის ინტერესებს იცავს. ლელა მოწონელიძის თქმით, ადვოკატებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გასაუბრებოდნენ მიხეილ მუმლაძეს და მხოლოდ ის იციან, რომ თეატრის წინ, კიბეებზე მჯდარი, განრიდების მიზნით აიყვანეს. მიხეილ მუმლაძეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმან ხულიგნობას) დარღვევას ედავებიან. განახლება ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ მუმლაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა მისი საქმის განხილვა გაგრძელდება. როგორც რადიო თავისუფლებას ადვოკატმა უთხრა, მტკიცებულებების არარსებობის გამო, მათ სხდომის გადადება მოითხოვეს. „მხოლოდ 2-გვერდიანი ოქმი იყო წარმოდგენილი“, - დააზუსტა მან. მოსამართლემ მიხეილ მუმლაძის სასამართლომ პროცესი 13 მაისს დანიშნა. ასევე ნახეთ საკონსტიტუციო განხილვები ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, 22 აპრილს დაიწყო ლგბტ უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა. ცვლილების ინიციატორი მმართველი პატია „ქართული ოცნებაა“. განხილვა ჰომოფობიური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა, რასაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიმილით ხვდებოდნენ. ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდ...