ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ ბლოკის მხარდაჭერა კიევის მიმართ - პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთთან ომის ვითარება შესაძლოა გაუარესდეს, გახშირებული საჰაერო თავდასხმების ფონზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა ბიბისის უთხრა, რომ მის ქვეყანას მაისის შუა პერიოდიდან "ძალიან რთული სიტუაცია" ემუქრება ფრონტის ხაზზე, რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთმა გაახშირა საჰაერო თავდასხმები ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე და სხვა სამიზნეებზე - რაც აძლიერებს ზეწოლას ევროკავშირზე, რომ მან უკრაინას საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა მიაწოდოს. ასევე ნახეთ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები განიხილავენ კიევის დახმარებას ...