ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს შეთანხმდნენ, რომ გააფართოებენ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს - მას მერე, რაც ირანმა რაკეტებით და დრონებით ისრაელზე მიიტანა იერიში, აცხადებს ბლოკის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჟოზეპ ბორელი. ევროკავშირს უკვე ჰქონდა სანქციათა რამდენიმე პროგრამა ირანის წინააღმდეგ, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და რუსეთისთვის დრონების მიწოდებისთვის. მაგრამ ბლოკის რამდენიმე წევრი სახელმწიფო გამოვიდა მოწოდებით, კიდევ უფრო გაფართოვდეს დრონებთან დაკავშირებული სანქციები და მოიცვას რაკეტები და მოკავშირე ძალებისთვის მათი გადაცემის საკითხიც. ასევე ნახეთ ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები განიხილავენ კიევის დახმარებას ...