აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აპრილს გამართულ სატელეფონო საუბარში დაარწმუნა, რომ თავის მაგიდაზე მოხვედრისთანავე მოაწერს ხელს კანონს, რომლითაც უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს - და ეს დახმარება უკრაინას სწრაფად გაეგზავნება. აშშ-ის სენატმა 23 აპრილს უნდა უყაროს კენჭი ეროვნული უსაფრთხოების მასშტაბურ პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის ითვალისწინებს 60 მილიარდ დოლარზე მეტს. შემდეგ კანონპროექტი ბაიდენს გაეგზავნება ხელმოწერისთვის. როგორც ზელენსკი წერს პლატფორმა X-ზე, პაკეტი მოიცავს დახმარებას, რომელიც უკრაინას გააძლიერებს რუსეთის ძალების მოგერიებაში. "პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ ეს სწრაფი და ძლიერი იქნება და გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს საჰაერო, გრძელი რადიუსის და საარტილერიო [თავდასხმების] წინააღმდეგ", - ამბობს ზელენსკი. ასევე ნახეთ შემობრუნების წერტილი ომში? რას აძლევს აშშ-ის 61 მლრდ დახმარება უკრაინას - დეტალები ...