აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ "წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას”. “ასევე იყო საზოგადოების ფართო საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და გასცა რეკომენდაცია შემდგომი პროგრესისთვის ცხრა სფეროში, რომლებიც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებს და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას” . დოკუმენტში შეფასებულია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით, აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სანდო ცნობებს წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრების ან დაკავების შესახებ, სერიოზული პრობლემების შესახებ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამოძიებებთან და სასამართლო დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილება როგორც პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარა ჟურნალისტების მიმართ; გამოყოფილია ასევე არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში, მოიცავდა ცნობებს სერიოზული სამთავრობო კორუფციის შესახებ; მოიცავდა ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რომლებიც მიმართულია ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ ან ინტერსექს პირებსა და აქტივისტებზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგი ოფიციალური პირის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა. ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, რომელიც რჩებოდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა, და დე ფაქტო ხელისუფლება მხარდაჭერილია რუსეთის ძალების მიერ. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები მოიცავს ცნობებს უკანონო მკვლელობების, თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ. საუბარია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რომელიც განსაკუთრებით ეხებათ ეთნიკურად ქართველებს, აღნიშნულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა. ანგარიშში ასახულა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი და გასული წლის დეკემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში დე ფაქტო საპოლიციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის,...