რადიო თავისუფლების წერილისა და ამბის გაშუქების შემდეგ, საქართველოში ჩინეთის საელჩომ თავისი საიტიდან მოხსნა ფოტოები, რომლებიც, საქართველოს ნაცვლად ასახავდა რუსეთში მდებარე კრემლის მიძინების ეკლესიასა და ასევე - ჯორჯიის შტატს. ვებსაიტზე, სათავო ბანერზე გამოსახული ხუთი ფოტოდან ორი ჩინეთს ასახავდა, ორი - ჯორჯიის შტატს შეერთებულ შტატებში, ერთი კი რუსეთის ფედერაციიდან იყო. კერძოდ, ეს ხუთი (მარცხნიდან მარჯვნივ) დაბალი გარჩევადობის ილუსტრაცია იყო გამოსახული: სქრინშოტი ჩინეთის საელჩოს საიტიდან. 22 აპრილი, 2024 პირველი შანხაის სანაპიროს ღამის ხედი იყო; მეორე - პეკინის „აკრძალული სასახლე“; მესამე - შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში მდებარე კაპიტოლიუმის ბიბლიოთეკა; მეოთხე - რუსეთში, მოსკოვში მდებარე მიძინების ტაძარი; მეხუთე - ასევე ჯორჯიის ღამის ხედი ინგლისური წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯორჯიაში“. 23 აპრილს საიტიდან ყველა ილუსტრაცია წაშლილია. ჩინეთის საელჩოს საიტზე ფოტოები წაშლილია. 23 აპრილი, 2024 რადიო თავისუფლება 22 აპრილს დაუკავშირდა ჩინეთის საელჩოს და ჰკითხა, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების სიმძიმის, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსეთის სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოებისადმი საქართველოს მოსახლეობის მძაფრი უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასევე, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო რამდენად შესაფერისად მიიჩნევს კრემლის ტაძრის ილუსტრაციის ქონას საკუთარ ვებსაიტზე. საელჩოს საპასუხო კომენტარი არ გაუვრცელებია. ასევე ნახეთ საქართველოში ჩინეთის საელჩოს საიტზე კრემლის ტაძარია გამოსახული ...