საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ, ავტოტრანსპორტი სავალი ნაწილის ერთ ზოლზე, რევერსულად იმოძრავებს. უწყება შეზღუდვას პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარებით ხსნის. გზების დეპარტამენტის ცნობითვე, ამავე მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ასევე ნახეთ ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა დასრულდა ...