სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების Telegram-ის ჯგუფში გავრცელების საქმეზე 27 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ ახალგაზრდა ქალთან. დაშორების შემდეგ კი ეჭვიანობის ნიადაგზე, როგორც განცხადებაში წერია, მან ქალს ინტიმური ფოტოები გაუვრცელა. „დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 2024 წლის მარტში, დაზარალებულმა ქალმა ბრალდებულთან დაშორების შემდეგ, სოციალურ ქსელ „Instagram”-ზე განათავსა მეგობართან ერთად გადაღებული ფოტო, რის გამოც ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე დაურეკა მას და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, იმავე დღეს დაზარალებული ქალისთვის ცნობილი გახდა რომ მისი ინტიმური ფოტოები, რომლის წაშლაც ბრალდებულს მოსთხოვა, სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ერთ-ერთ ჯგუფში იყო გავრცელებული. დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი და ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა, მათ შორის, ნანახი იქნა 2500 მომხმარებლისგან შემდგარი სოციალურ ქსელ „Telegram”-ის ის ჯგუფი, სადაც ბრალდებულმა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები გაუვრცელა“, - ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. კაცი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Embed share „მე გავიმარჯვე“ - რას ყვებიან ქალები, რომლებსაც ინტიმურ კადრებს უვრცელებენ by რადიო თავისუფლება Embed share The code has been copied to your clipboard. The URL has been copied to your clipboard Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება No media source currently available 0:00 0:18:06 0:00 გადმოწერა 128 kbps | MP3 64 kbps | MP3 Pop-out player ...