მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) პოლიტიკოსმა პეტრ ბისტრონმა შესაძლოა რუსეთიდან ამანათებით მიიღო ფული. ეს გამომდინარეობს ბუნდესტაგის დეპუტატისა და პროდიუსერ არტიომ მარჩევსკის საუბრის ჩანაწერიდან. ამის შესახებ Der Spiegel-ს უთხრა რამდენიმე თანამოსაუბრემ. ისინი ახლოს დგანან სადაზვერვო სამსახურებთან, რომლებიც გამოძიებას აწარმოებენ. ბისტრონი ეჭვმიტანილია რუსეთის სასარგებლოდ პროპაგანდასა და ევროპელ პოლიტიკოსებზე ზემოქმედების მცდელობაში. გაერმანული გამოცემის წყაროთა თქმით, საუბარში პოლიტიკოსმა დაიჩივლა, რომ გერმანიაში რთულია ზოგიერთი ბანკნოტის დახურდავება, რომ ის მათ გამოყენებას ალბათ ვერც ბენზინგასამართ სადგურზე და ვერც მაღაზიაში ვერ შეძლებს. ევროპული უშიშროების სამსახურები დარწმუნებული არიან, რომ ბისტრონმა ფულის ნაწილი 200-ევროიანი კუპიურების სახით მიიღო. ბევრ მაღაზიაში არ არის ნებადართული ამ კუპიურებით ანგარიშსწორება. ევროპარლამენტის არჩევნებისთვის AfD-ს კანდიდატთა სიაში პეტრ ბისტრონი მეორეა. ასევე ნახეთ ევროპარლამენტს არჩევნების წინ რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან უწევს საქმის დაჭერა მარტის ბოლოს ჩეხეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გახსნილია მსხვილი ოპერაცია ევროპის ექვს ქვეყანაში რუსეთის გავლენის გავრცელების შესახებ. მედიაპორტალი Voice of Europe, რომლის დირექტორიც იყო მარჩევსკი, გამოიყენებოდა ფულის გადასარიცხად ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც პრორუსულ ნარატივებს ავრცელებდნენ. მედიის თანახმად, ბისტრონმა მომსახურებისთვის დაახლოებით 20 ათასი ევრო მიიღო. პოლიტიკოსი უარყოფს ინფორმაციას რუსეთიდან თანხის მიღების შესახებ. Voice of Europe-მა არ უპასუხა Der Spiegel-ის შეკითხვებს. ...