თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 25 აპრილს, 2200 ლარით დააჯარიმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების - „კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - მონაწილე, 18 წლის მოსწავლე სანდრო ჯოხაძე. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხარის თანხმობის შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ძმები, სანდრო და გიგა ჯოხაძეები პარლამენტის მარჯვენა, გვერდითა შესასვლელთან, ქუჩაზე მაშინ დააკავეს, როდესაც 16-17 აპრილის ღამეს, სხვა დემონსტრანტებთან ერთად აპროტესტებდნენ „აგენტების კანონს“. ფოტოზე, რომელიც ვირუსულად გავრცელდა „ფეისბუკზე“, სანდრო ჯოხაძე და მისი მეგობარი თემო კოკოზაშვილი ჩანან სპეცრაზმელების პირისპირ. ზუსტად ეს ფოტო გამოაქვეყნა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო პოსტში. три როგორც საიაში გვითხრეს, ამ წუთებში მიმდინარეობს სანდრო ჯოხაძის სასამართლო პროცესი, რომელიც „ჭავჭავაძის ცენტრის“ უფროსი მკვლევარია. აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიგა ბერაძეს დღეს სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა. 24 აპრილს სასამართლომ 2600 ლარით დააჯარიმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, 27 წლის გელა ხასაია. მას ეკუთვნის პოპულარული გვერდი ფეისბუკზე, „აფხაზური ამბები“ და ხშირად აპროტესტებს ხელისუფლების საკამათო გადაწყვეტილებებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, თეო ზაქარაშვილმა, რომელიც ხასაიას ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხასაიას დაკავების დროს მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა. ასევე ნახეთ „მუშტებისგან ლამის თავი გამისკდა“: ვინ არიან აქციაზე წუხელ დაკავებულები - სია ზაქარაშვილმა გვითხრა, რომ სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქციის მონაწილე ცოტნე არჩვაძე. „ის დემონსტრაციაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მოქალაქეს ექვსი სპეცრაზმელი სცემდა, მათთან ხელებაწეული მივიდა და სთხოვა, არ მოეკლათ“, - თქვა იურისტმა. თეო ზაქარაშვილიმა აღნიშნა, რომ გასაჩივრების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლოსგან დოკუმენტის მიღების შემდეგ მიიღებენ. თეო ზაქარაშვილის თქმით, სიტყვიერი შენიშვნა მისცეს 18 წლის ირაკლი უკლებას, რომელიც აქციაზე სცემეს. საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. „ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვ...