რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მაისში ჩინეთში ჩასვლას გეგმავს. პუტინმა თავისი ამ გეგმის შესახებ გამოაცხადა 25 აპრილს, მეწარმეთა კავშირის შეხვედრაზე მოსკოვში. პუტინს არც ზუსტი თარიღი გაუმხელია და არც სხვა დეტალი. უკრაინაში ომის გამო მზარდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იზოლაციაში მყოფი რუსეთი ჩინეთზე, ცივის ომის დროს კომუნისტურ ბლოკში თავის მეტოქეზე, გახდა დამოკიდებული. ასევე ნახეთ ჩინეთი რუსეთს დაჰპირდა „სტაბილური განვითარების“ მხარდაჭერას ...