უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ გადაწყვიტა, საპატიმროში მოათავსონ უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი, მიკოლა სოლსკი 7 მილიონი დოლარის ღირებულების მიწის უკანონო შეძენის ბრალდების გამო. 26 აპრილს მოსამართლემ გადაწყვიტა სოლსკი საპატიმროში მოათავსოს 24 ივნისამდე და დაადგინა გირაო 1,9 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც ნაკლებია ვიდრე ამას ბრალდება მოითხოვდა (5 მილიონი დოლარი). 44 წლის სოლსკი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობის პირველი წევრი, ოფიციალურად არის კორუფციაში ბრალდებული. მას მერე რაც ის ეჭვმიტანილად გამოცხადდა მრავალმილიონიან მიტაცების საქმეში, 25 აპრილს, მან გამოაცხადა, რომ გადადგება. სოლსკიმ თავისი გადადგომის განაცხადი გაკეთა წერილობით, რომელიც უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა Facebook-ით გაავრცელა. სტეფანჩუკის თანახმად, ვოლსკის განცხადება განიხილება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე. სოლსკის ბრალად ედება 7 მილიონი დოლარის საფასურის მიწების მიტაცება. თვითონ მინისტრი ამტკიცებს, რომ საქმე ეხება 2017-2018 წლების მოვლენებს და მიწებს, რომლებიც „ჯარისკაცებს გადაეცა კანონის თანახმად“. სოლსკით თანახმად, ის მაშინ არც მინისტრი იყო და არც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, ის ადვოკატად მსახურობდა. სოლსკიმ პირობა დადო, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს. ასევე ნახეთ 50 მილიარდი ევრო რეფორმებისთვის - როდის და რა დახმარებას მიიღებს უკრაინა ევროკავშირისგან? ...