ოპოზიციური პარტიები, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „გირჩი მეტი-თავისუფლება“, „დროა“, „რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, - აცხადებენ, რომ კვირას, 28 აპრილს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო დემონსტრაციას უერთდებიან. „ვუერთდებით ... დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - აცხადებენ პარტიები. მოგვიანებით პარტიამ, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე განაცხადა, რომ უერთდება „ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს“. три „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ყოველდღიურად იმართება აქციები. 25 აპრილს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა განაცხადეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“, და კანონის გასაპროტესტებლად საზოგადოება კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათზე მიიწვიეს რესპუბლიკის მოედანზე. „ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა“, - განაცხადეს მათ. კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცეს. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება მეორე მოსმენა. ორშაბათს, 29 აპრილს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. ასევე ნახეთ „ქართული ოცნება“ თბილისში კონტრაქციას გეგმავს ოპოზიციური პარტიები ასევე აცხადებენ, რომ ორშაბათს „ქართული ოცნების“ დაგეგმილი შეკრება „საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ“ და ეს შეკრება არის „ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ“. პარტიების განცხადებით, 29 აპრილს „ოცნების“ დაანონსებული შეკრება ასევე არის „ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები“. ეს ექვსი პარტია საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს მივმართავს: „კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი - არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში“. პარტიების განცხადების თანახმადვე, „29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ ...