რუსმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს მოსკოვის მახლობლად, „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის გამოძიების ფარგლებში. სააგენტო ერ-ბე-კას ცნობით, ის არის ტაჯიკეთის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ჯუმოხონ კურბონოვი. გამოცემა აღნიშნავს, რომ დაკავებულს ბრალად ედება „ტერორისტული აქტის ჩადენა, რამაც ადამიანის განზრახ სიკვდილი გამოიწვია“. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა („ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის - თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. 25 მარტს გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა უკრაინას დაუკავშირა. ასევე ნახეთ პუტინმა “კროკუსში“ მომხდარი თავდასხმა მტკიცებულების გარეშე კვლავ უკრაინას დაუკავშირა რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს „სისასტიკე“ შეიძლება იყოს ერთ-ერთი რგოლი მათ მცდელობათა მთელ იმ სერიაში, ვინც „2014 წლიდან ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით“ ებრძვის რუსეთს. კიევი კატეგორიულად უარყოფს ყველა ბრალდებას. ასევე ნახეთ ზელენსკის თქმით, პუტინი ერთი დღე-ღამე ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა გუშინდელი ტერაქტი უკრაინასთან ...