ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებულ ხომალდს, რომელიც პორტუგალიის დროშით დაცურავს და ისრაელთან არის კავშირში, მიეცა საკონსულოსთან კონტაქტის შესაძლებლობა და მოელიან მის გათავისუფლებას, იტყობინება ირანის მედია 27 აპრილს. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წევრებმა კონტეინერების სატვირთო გემი MSC Aries-ი 25-კაციანი ეკიპაჟით დააკავეს ორმუზის სრუტეში 13 აპრილს, რამდენიმე დღეში მას მერე, რაც ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელს სამაგიეროს გადაუხდიდა, როგორც თეირანი ამტკიცებს, დამასკში მის საკონსულოზე სისხლიანი თავდასხმისთვის. ირანმა განაცხადა, რომ მას შეუძლია ჩაკეტოს ეს საზღვაო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი გზა. საერთაშორისო საზღვაო მიმოსვლაზე ზემოქმედება იქონია ბოლო ხანებში წითელ ზღვასა და ადენის სრუტეში ხომალდებზე თავდასხმებმა, რომლებსაც აწყობენ იემენიდან მოქმედი, ჰუტის მიმდევარი რაზმების მეომრები. ისინი აცხადებენ, რომ თავდასხმების მიზეზი პალესტინელებისთვის ღაზის სექტორში ისრაელთან ომის გამო მათი სოლიდარობაა. იემენელ მეამბოხეებს ირანი უმაგრებს ზურგს. ასევე ნახეთ ირანის სპეცრაზმმა ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემი შეიპყრო ...