საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 28-29 აპრილს ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტროს ცნობით, მინისტრი დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით მიემგაზვრება ბრიუსელში და „მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება“. სამინისტრო აზუტებს, რომ ილია დარჩიაშვილი „ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში და დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას“. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ადრჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში, ვერა იუროვასთან; უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი 2024 წლის ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა). ასევე ნახეთ უნგრეთის ინიციატივაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები წელსვე დაიწყოს - წყაროები ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან. ასევე ნახეთ ქართული გამბიტი ვიზიტი ემთხვევა პერიოდს, როდესაც საქართველოს ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას ბრიუსელსა და სტრასბურგში მწვავედ აკრიტიკებენ „აგენტების კანონის“ გამო. ...