შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და ექვსი ადამიანი დააკავეს, ერთი კი ამხილეს. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩხრეკის შედეგად, შსს-ს თანახმად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სანადირო თოფი, ხელყუმბარა, ამფეთქი ფალია და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს. მეორე მათგანის ჩრეკის შედეგად „ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ხმის ჩამხშობი მაყუჩი და 35 ვაზნა“. მესამის შემთხვევაში - პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ამოიღეს, მეოთხეს კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნა ჰქონდა თან. სამეგრელოში დაკავებულ ერთ-ერთ პირს თან ორი პისტოლეტი ჰქონდა - მჭიდითა და ორი ვაზნით. იმერეთში - რევოლვერი და 4 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ...