კვირას, 28 აპრილს, 15:00 საათზე თბილისში, ერეკლე II-ის მოედანზე „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა. პარტიის პრესცენტის ცნობით, სხდომა იმართება „საყოველთაო სახალხო შეკრების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით“. ორშაბათს 29 აპრილს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თბილისში „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ცნობა, რომ 29 აპრილის შეკრებას დაესწრება „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. იმავე დღეს, დილის 9 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „აგენტების კანონის“ მეორე საკომიტეტო მოსმენა. პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გატანის თარიღი დაზუსტებული ჯერ არ არის. ასევე ნახეთ „ოცნების“ აქციის გამო რუსთაველზე ტრანსპორტის მოძრაობა კვირა საღამოდან იზღუდება ...