ტელეკომპანია „პირველი“ იუწყება, რომ პარლამენტთან დემონსტრაციაზე პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენებისას მათი ოპერატორი დაშავდა. „[ოპერატორ] ნიკო კოკაიას პოლიციელმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი სახეში შეასხა“, - წერს ტვ პირველი. ტელეარხის ცნობით, ოპერატორს ამ წუთებში სამედიცინო დახმარებას უწევენ. три ცოტა ხნით ადრე დემონსტრანტებმა პარლამენტთან აღმართული ჯებირები, რომლებსაც პოლიციელები იცავდნენ, მოარღვიეს. ამ დროს პოლიციამ სპეციალური საშუალება (აირი/სპრეი) გამოიყენა - შსს-ს სპეც.საშუალების გამოყენებას ადასტურებს, თუმცა არ აზუსტებს, კონკრეტულად, რა საშუალება. მოგვიანებით პოლიციამ ჯებირები კვლავ აღადგინა. თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია საპოლიციო ტექნიკა (ჭყლის ჭავლის მანქანები). შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, - „რობოკოპებმა“, რომლებიც სპეციალური საშუალებებით არიან აღჭურვილები, - პარლამენტის ორ გვერდითა ქუჩაზე, - 9 აპრილის/ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, - დაიკავეს გარკვეული ტერიტორია. ...